ვიზიტი “ავერსი რაციონალში”

მეხუთე კლასის მოსწავლეები ფარმაცევტულ საწარმოს „ავერსი რაციონალს’’ ეწვივნენ, სადაც საკუთარი თვალით იხილეს მედიკამენტების დახარისხებისა და შეფუთვის პროცესი, გაეცნენ საწარმოს მუშაობის სპეციფიკას და უსაფრთხოების წესებს.

განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ლაბორატორიების მონახულება, სადაც პროდუქციის ხარისხის კონტროლი მიმდინარეობს და ნიმუშები ინახება. მადლობა „ავერსი რაციონალს’’ ნაყოფიერი და შემეცნებითი ვიზიტისთვის! პროექტის ხელმძღვანელი კი იყო ნინია ჯაოშვილი.