თანამშრომლობა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტთან
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტთანთანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენს სკოლას ეწვია McKinley Classical Leadership Academy-ის დირექტორი.
დოქტორი ჰეიმორი განსაკუთრებული ინტერესით გაეცნო ჩვენი სკოლის სასწავლო პროცესს და კრიტიკული აზროვნების გაკვეთილს დაესწრო, სადაც მეათე კლასის მოსწავლეები საკუთარ პორტფოლიოებზე მუშაობდნენ. ის აღფრთოვანებული დარჩა როგორც სასწავლო პროცესისადმი მიდგომით, ისე მოსწავლეების აქტიური ჩართულობითა და უნარებით.




