გილოცავთ 2025-2026 სასწავლო წლის დაწყებას!
მილოცვა სკოლის დირექციისგან:
“ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო და მასწავლებლებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!
დაე, 2025–2026 სასწავლო წელი თითოეული აია-ჯესსელისთვის იმედის, სიხარულისა და წარმატებების მომტანი ყოფილიყოს.
დღეს განსაკუთრებული დღეა - ჩვენი სკოლის დიდი ოჯახის ახალი წევრებისთვის, ჩვენი პირველკლასელებისთვის.
ჩვენო პირველკლასელებო, თქვენ პირველ ნაბიჯებს დგამთ ცოდნის სამყაროში და ამ წუთიდან იწყება საინტერესო გზა ახალი გამოცდილებებისა და გამოწვევებისკენ. სკოლა იქნება თქვენი მეორე სახლი, ადგილი, სადაც შეიძენთ მეგობრებს, ისწავლით მიზნის დასახვასა და მისკენ სწრაფვას. გისურვებთ, რომ ეს წელი გახდეს თქვენი წარმატებული ცხოვრების დასაწყისი, გისურვებთ სკოლაში გატარებული თითოეული წელი გარდაიქმნას თქვენთვის ჯადოსნურ მოგზაურობად და ყოფილიყოს აღმოჩენებით სავსე. ჩვენ, ნებისმიერი მასწავლებელი და აია-ჯესსელი, თქვენს მეგობრებად გვიგულეთ.”




