პროექტი “გააცოცხლე ნივთები’’
სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა, Green Space-თან თანამშრომლობით, პროექტი -გააცოცხლე ნივთები - განახორციელეს.
პროექტის ფარგლებში გაიმართა გამოფენა, სადაც მოსწავლეებმა წარმოადგინეს მეორადი მასალებისგან შექმნილი მრავალი სახალისო და შემეცნებითი ნივთი, თამაში და აქტივობა. თითოეულ ნამუშევარში აისახა მათი კრეატიულობა და პასუხისმგებლობა გარემოს წინაშე.
გამოფენას ეწვია გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენელი, ეთო ქავთარაძე, რომელმაც პროექტის მნიშვნელობა და მოსწავლეთა ჩართულობა განსაკუთრებით აღნიშნა.
მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს მოზარდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, პასუხისმგებლობის განვითარებას და იმ განცდის გაღრმავებას, რომ თითოეულ ნაბიჯს შეუძლია სასიკეთო ცვლილების მოტანა!
პროექტი განხორციელდა Green Space-ის ხელმძღვანელის, თინათინ ლაღიძისა და პროექტის კოორდინატორის, ანანო გოგინავას ხელმძღვანელობით.




