სასკოლო კლუბების დღე

აია-ჯესს-ში სასკოლო კლუბების დღე გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა მოსწავლეების ინტერესების აღმოჩენასა და მათი აქტიური ჩართულობის წახალისებას სკოლის არაფორმალურ ცხოვრებაში.

სკოლის ეზოში წარმოდგენილი იყო რამდენიმე კლუბი, თითოეული საკუთარი თემატური კუთხით, ვიდეოებით, ბანერებითა და აქტივობებით. კლუბების წევრებმა უმცროს მეგობრებს გაუზიარეს ინფორმაცია თავიანთ საქმიანობაზე და მოუწოდეს, რომ მომავალში თავადაც გახდნენ ამ პროცესების მონაწილეები.

ასეთი ინიციატივები აძლიერებს საერთო პასუხისმგებლობის განცდას, გუნდურობას და აჩვენებს, რომ სასკოლო ცხოვრება მხოლოდ სასწავლო პროცესით არ შემოიფარგლება.