გაცვლითი პროგრამა ინგლისში

აია-ჯესს-ის მოსწავლეებს ყოველწლიურად ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ინგლისში გამართულ გაცვლით პროგრამაში, და 2025 წელიც არ ყოფილა გამონაკლისი.

მაისისა და ივნისის განმავლობაში, აია-ჯესს-ის დაახლოებით 40 მოსწავლე იმყოფებოდა საუნივერსიტეტო ქალაქ კენტერბერში, სადაც მათ მასპინძლობდა Stafford House. ინტენსიური ენის გაკვეთილები, არაფორმალური და საოცრად მეგობრული გარემო, როლური თამაშები, ქვიზები და სხვა მრავალფეროვანი აქტივობები კურსს კიდევ უფრო საინტერესოს ხდიდა.

სასწავლო პროცესის პარალელურად, პროგრამა გაჯერებული იყო შემეცნებითი და კულტურული ვიზიტებით. განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი იყო ლონდონში ვიზიტი. მოსწავლეებმა მოინახულეს ბუკინგემის სასახლე და დაესწრნენ ცხენოსანთა აღლუმს, ასევე ეწვიენ ლონდონის მთავარ ღირსშესანიშნაობებს.

სასწავლო კურსის დასასრულს, თითოეულ მონაწილეს გადაეცა ინგლისური ენის დონის დამადასტურებელი სერთიფიკატი.