პროექტი “იმიტაციური ნაფიც მსაჯულთა სასამართლო’’

სკოლის მეათეკლასელებმა სამოქალაქო განათლებისა და ქართული ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებული პროექტი - იმიტაციური ნაფიც მსაჯულთა სასამართლო - წარმოადგინეს. პროექტის ფარგლებში გაიმართა სიდნი ლუმეტის ფილმის - „თორმეტი განრისხებული მამაკაცი’’ - ჩვენება და დისკუსია.

მოსწავლეებმა გაიცნეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ფუნქცია და ესტუმრნენ საქართველოს უზენაეს სასამართლოს. სიდნი ლუმეტის ფილმის მსგავსად, ნაფიცმა მსაჯულებმა გამართეს პროცესი ხვარაზმშელი უფლისწულის მკვლელობის საქმეზე, „ვეფხისტყაოსნის’’ სიუჟეტის მიხედვით.

ინტეგრირებულმა პროექტმა ახალგაზრდებს შესაძლებლობა მისცა, თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოეყენებინათ და გამოეტანათ დასკვნები: უმცირესობას არა მარტო აზრის გამოთქმის უფლება აქვს, უმცირესობა აძლიერებს კიდეც სამოქალაქო საზოგადოებას; უკეთესია ის საზოგადოება, რომელიც შეძლებს ერთმანეთის მოსმენას, აზრის გაზიარებას და მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმებას; დიდი ტექსტები ყოველთვის გვიყვებიან და გვაფიქრებენ თანამედროვეობის აქტუალურ პრობლემებზე.