ქართული ანბანის ფერადი დღესასწაული

„ქართული ანბანის ფერადი დღესასწაული" პირველკლასელებისთვის შემოქმედებითი გამოცდილება აღმოჩნდა.

ღონისძიებაზე მათ მუსიკალური და საცეკვაო ნომრები შეასრულეს, შემდეგ კი წითელ ხალიჩაზე წარმოადგინეს საკუთარი დიზაინით შექმნილი კოსტიუმები, რომელთა შთაგონების წყაროც ქართული ანბანი იყო.

ღონისძიების მიზანს მოსწავლეებისთვის ანბანის მნიშვნელობის წარმოჩენა და ქართული კულტურის უკეთ გაცნობა წარმოადგენდა. პროცესმა ხელი შეუწყო მათი შემოქმედებითი უნარების განვითარებას, გუნდურ მუშაობასა და თვითგამოხატვის გაძლიერებას.