დებატთა სესია 2025 გრძელდება

შიდა სასწავლო დებატთა კლუბმა კიდევ ერთი საინტერესო დისკუსია გამართა, თემით: “ამ კრებას სჯერა, რომ მედიას არ შეუძლია დარჩეს ობიექტური და მიუკერძოებელი ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლის პირობებში.”

დებატი დაძაბული არგუმენტებითა და მახვილგონივრული პასუხებით წარიმართა და უარმყოფელი გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

საუკეთესო მოდებატეებად დასახელდნენ სესე ჩიმჩიური (უარმყოფელი გუნდი) და ნუცა გვრიტიშვილი (მტკიცებითი გუნდი).

დებატში მონაწილეობდნენ: გეგა ლაღიძე, ბარბარე გელაშვილი, ნუცა გვრიტიშვილი, გიო გელენიძე, ნინუ გურგენაძე, ლიზი პაპიძე, ნატალია ყორშია და სესე ჩიმჩიური.

განსაკუთრებული მადლობა ორივე გუნდის მენტორებს - ნიკოლოზ დანელიას და ანა ფაჯიშვილს, ასევე თანამენტორებს - ნიკოლოზ ქვაცაბაიასა და ელენე გაგნიძეს შრომისა და მხარდაჭერისთვის.