“Día de Fiesta” - ესპანური ენისა და კულტურის აღნიშვნა

ესპანური ენა აია-ჯესს-ში გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ საგანი. ის კულტურული სივრცეა, რომლის მეშვეობითაც მოსწავლეები ესპანურ სამყაროს, ტრადიციებს, სილამაზესა და მრავალფეროვნებას ეცნობიან. სწორედ ეს იდეა გაცოცხლდა 2 მაისს გამართულ ფერად, ცოცხალ და შთამაგონებელ დღესასწაულზე „DÍA DE FIESTA“!

მოსწავლეებმა წარმოადგინეს ესპანური ენის, მუსიკისა და ცეკვის მრავალფეროვანი პროგრამა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო თემატური გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ესპანეთისა და ლათინური ამერიკის ესპანურენოვანი ქვეყნების ტრადიციული სამოსი და ატრიბუტიკა.

ფიესტაზე მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა წარმოაჩინეს როგორც საკუთარი ნიჭი და შრომა, ასევე ინტერესი ესპანური ენისა და კულტურის მიმართ.

განსაკუთრებული მადლობა ღონისძიების იდეის ავტორსა და ორგანიზატორს - მაია მჭედლიშვილს. ასევე, დიდი მადლობა: სოფო მაისურაძეს, ოლია წურწუმიას, თათია გელაშვილსა და ეთო მურვანიძეს, მხარდაჭერისა და ერთობლივი ძალისხმევისათვის.