ნარჩენების მართვის გამოწვევა და „აიას ბიოლოგები’’

ნარჩენების პრობლემა გლობალური გამოწვევაა. "აიას ბიოლოგები" აქტიურად ცდილობენ წვლილის შეტანას მის მართვაში და თანამშრომლობენ არაერთ ორგანიზაციასთან: ტენე, პოლივიმი, პარკი არ მინდა, ნარჩენების ბიზნეს ასოციაცია და საქართველოს ნარჩენების კომპანია.

წელს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ელექტრო ნარჩენებს. ამ თემაზე უკეთ ინფორმირებისთვის, სკოლას ესტუმრა კომპანია Wasteless-ის ხელმძღვანელი, გიორგი გულიაშვილი, რომელმაც მოსწავლეებს გამოცდილება და ნარჩენების მართვის პრაქტიკული გზები გაუზიარა.

მოსწავლეებმა სტუმარს საკლუბო მუშაობის პროცესი პრეზენტაციებით გააცნეს. შთაბეჭდილების ქვეშ მყოფმა სტუმარმა "აიას ბიოლოგებს" ელემენტების შესაგროვებელი ყუთი გადასცა და მომავალში თანამშრომლობის სურვილიც გამოთქვა.