სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია
გაიმართა სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მე-5, მე-6 და მე-7 კლასის 115-მა მოსწავლემ მიიღო.
კონფერენციის მიზანი იყო მოსწავლეებში ინფორმაციის მოძიებისა და პრეზენტაციის უნარების განვითარება. თითოეულ მონაწილეს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე შეეძლო საგნისა და პრეზენტაციის საკითხის არჩევა.
მოსწავლეებმა საკუთარი თემები საგნის მასწავლებლებთან შეთანხმებით შეარჩიეს და კონსულტაციების შედეგად მოამზადეს პრეზენტაციები. სრული მზადყოფნით წარდგნენ აუდიტორიის წინაშე, უპასუხეს შეკითხვებს, მოისმინეს მოსაზრებები და მიიღეს უკუკავშირი.
ღონისძიების დასასრულს ყველა მონაწილეს გადაეცა სერთიფიკატი, ხოლო საუკეთესო მომხსენებლები საჩუქრებითაც დაჯილდოვდნენ.