„ბედნიერების საელჩოს’’ ღონისძიებები

ბედნიერებისა და მშვიდობის იდეამ "ბედნიერების საელჩო" დმანისისა და გორის სკოლებამდე მიიყვანა.

დმანისის მუნიციპალიტეტში ბარბარე კბილაშვილმა და სალომე გელაშვილმა მოსწავლეებს "ბედნიერების საელჩოს" ინიციატივის მიზნები და ღირებულებები გააცნეს.

განსაკუთრებული ენერგია შეიტანა ვიქტორინამ და ბატონ არსენ გვენეტაძის მასტერკლასმა, რომელმაც მარტივად და ხალისიანად გვიჩვენა, როგორ შეიძლება ბედნიერების იდეის გაცოცხლება.

გორის ამერიკულ სკოლაში ნანიკო ებანოიძემ, ბარბარე კბილაშვილმა, გიორგი ტატალაშვილმა და ანნა შევერდაშვილმა, ადგილობრივ ახალგაზრდებთან ერთად, ისაუბრეს კეთილდღეობაზე, ემოციურ ინტელექტსა და ურთიერთობების მნიშვნელობაზე.

ინიციატივა მიზნად ისახავს მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. მადლობა თითოეულ მოსწავლეს, მასწავლებელსა და ჩვენს მეგობრებს დმანისსა და გორში.

განსაკუთრებული მადლობა ნათია ნარსავიძესა და ნატალია ბერკაცაშვილს მასპინძლობისთვის.