გამარჯვება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართულ საჯარო გამოსვლების ჩემპიონატზე
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართულ საჯარო გამოსვლების ჩემპიონატზე, აია-ჯესს-ის მოსწავლემ, დანიელ დევდარიანმა, პირველი ადგილი მოიპოვა!
ჩემპიონატი სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანის, სამართლის დოქტორის, აფილ. პროფესორ ირაკლი შამათავას ხელმძღვანელობით ჩატარდა და მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ეფექტური კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და საჯარო გამოსვლის უნარების განვითარებას.
დანიელმა მონაწილეობა მიიღო არაერთ პრაქტიკულ სესიაში, სადაც სწავლობდა საჯარო გამოსვლის დაგეგმვას, მღელვარების დაძლევას, აუდიტორიასთან კომუნიკაციისთვის სხეულის ენის ეფექტიანად გამოყენებას და სხვა.




