25 აპრილი დნმ-ის საერთაშორისო დღეა
იმისათვის, რომ საბუნებისმეტყველო საგნებით მოსწავლეების დაინტერესება გაიზარდოს, სწავლება თეორიას უნდა გასცდეს და პრაქტიკულ საქმიანობად იქცეს.
10-ე კლასის მოსწავლეები დნმ-ის შესწავლისას გაეცნენ დნმ-ის აღმოჩენის ისტორიას და განიხილეს მისი მნიშვნელობა დისკუსიის ფორმატში. მათ საკუთარი ხელით ააწყვეს დნმ-ის მოდელი - რათა უკეთ აღექვათ მისი სტრუქტურა, და რამაც ყველაზე მეტად აღაფრთოვანათ - ჩაატარეს ლაბორატორიული ცდები, სადაც დნმ გამოყვეს ბანანიდან, მარწყვისგან და საკუთარი ნერწყვისგანაც კი!
მოსწავლეებმა რეალურად იხილეს ის, რისი წარმოდგენაც მანამდე მხოლოდ წიგნიდან შეეძლოთ. საბოლოოდ კი შეავსეს სამუშაო ბარათები, შეასრულეს სხვადასხვა სირთულის დავალებები და გაიღრმავეს როგორც თეორიული ცოდნა, ისე კვლევითი უნარები.
პროექტის ხელმძღვანელი: თამარ ტურაშვილი.




