აია-ჯესს-ის მოსწავლე, გეგა ლაღიძე, Step Forward სამიტის გამარჯვებულია
29-31 მარტს, New Vision University-ში, გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია „Step Forward“-ის სამიტი (პარლამენტის მოდელირება), სადაც გეგა ლაღიძე ჯანდაცვის კომიტეტის დელეგატის როლში მონაწილეობდა.
კომიტეტის ფარგლებში, დელეგატებმა ორი დღის განმავლობაში ინტენსიურად იმუშავეს რეზოლუციისა და ინიციატივების შემუშავებაზე.
სამიტის დასკვნით დღეს, გეგამ წარადგინა ერთ-ერთი ინიციატივა თავდაცვის კომიტეტთან თანამშრომლობით და გამოიჩინა თავი შინაარსიანი დებატებით, არგუმენტირებული გამოსვლებითა და გუნდის მხარდაჭერით.




