საინფორმაციო შეხვედრა სამხედრო სამსახურსა და საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე

სსიპ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

მოსწავლეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ეროვნული სამხედრო სამსახურის ახალ რეგულაციებზე, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმსა და დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაზე.

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა, რაც მოსწავლეებს საშუალებას აძლევდა დაესვათ მათთვის მნიშვნელოვანი კითხვები და ამომწურავი პასუხები მიეღოთ როგორც განათლების, ისე კარიერული გზების შესახებ.