სოლო დევდარიანი სწავლას ტორონტოს უნივერსიტეტში აგრძელებს

სოლო დევდარიანი სწავლას ტორონტოს უნივერსიტეტში, Life Science-ის ფაკულტეტზე, მედიცინის მიმართულებით გააგრძელებს.

სოლომ ამერიკის, კანადისა და ევროპის ათამდე უნივერსიტეტის შეთავაზება მიიღო და ჯამში $880,000-ის დაფინანსებაც მოიპოვა.

University of Toronto კანადის #1 უნივერსიტეტია, ხოლო მსოფლიოს საუკეთესო და ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტების TOP ოცეულშია QS World University Rankings 2025 by Subject-ის მიხედვით. მისი კურსდამთავრებულები ნობელის პრემიის ლაურეატები და ინოვატორები არიან, რაც განსაკუთრებით შთამაგონებელია სოლოსთვის, როგორც მომავალი ნეიროქირურგისთვის.