ანასტასია ზივზივაძე სწავლას გერმანიაში გააგრძელებს

ანასტასია ზივზივაძე 2025 წლის შემოდგომიდან სწავლას გერმანიაში, ბერლინში, MediaDesign University of Applied Sciences-ში (MD.H), მედია დიზაინის (B.A. Media Design) საბაკალავრო პროგრამაზე მაქსიმალური დაფინანსებით გააგრძელებს.

MD.H დიზაინის, მედიის და თამაშების მიმართულებით გერმანიის წამყვანი კერძო უნივერსიტეტია, რომელიც მაღალი კვალიფიკაციის აკადემიური პერსონალითა და კრეატიულ/ტექ ინდუსტრიებთან ძლიერი კავშირებით გამოირჩევა.

B.A. Media Design - მედია დიზაინის საბაკალავრო პროგრამა ინოვაციური და კროს-მედია მიდგომით აერთიანებს ხელოვნებას, კულტურას, მეცნიერებასა და ბიზნესს. სტუდენტებს აქვთ არჩევანი მომავალზე ფოკუსირებულ ორ სპეციალობას შორის: კომუნიკაციის დიზაინი & ხელოვნური ინტელექტი (AI) და UX/UI დიზაინი & ხელოვნური ინტელექტი (AI). სწავლების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პრაქტიკულ კომპონენტებსა და პროფესიულ ორიენტაციას, რაც ხელს უწყობს სტუდენტებს სწავლების პროცესშივე დაიწყონ კარიერა.