მარიამ საღირაშვილი სწავლას აშშ-ში აგრძელებს
მარიამი 90%-იანი გრანტით ჩაირიცხა პენსილვანიის შტატში მდებარე Bryn Mawr College-ში, რომელიც Seven Sisters უნივერსიტეტების წევრია და ცნობილია მაღალი აკადემიური სტანდარტებით.
Bryn Mawr 1885 წელს დაარსდა და პირველი უნივერსიტეტი იყო ამერიკაში, რომელმაც ქალებს დოქტორანტურის პროგრამაზე სწავლის შესაძლებლობა მისცა. ის 29-ე ადგილს იკავებს აშშ-ს საუკეთესო Liberal Arts კოლეჯების რეიტინგში.
“ჩემს წარმატებაში ძალიან დიდი როლი მიუძღვის ჩემს სკოლას, სადაც მასწავლებლები და მენტორები მუდმივად მიბიძგებდნენ განვითარებისკენ. აია-ჯესს-ის მხარდაჭერით მივიღე მონაწილეობა პრესტიჟულ STEM თუ Startup-ის ტიპის კონკურსებში, ხოლო სასკოლო კლუბებში ჩართულობამ მომცა საშუალება განმევითარებინა საჭირო უნარ-ჩვევები და მომესინჯა ჩემი მრავალი ინტერესის სფერო” - მარიამი.





