გიორგი ტატალაშვილი ახალგაზრდა ევროპელი ელჩი გახდა
ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივა წარმოადგენს არაპოლიტიკურ, ნებაყოფლობით, ქმედით საკომუნიკაციო ქსელს, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის უკეთ ინფორმირებას ევროკოვშირისა და მისი აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების თანამშრომლობის შესახებ, ამ თანამშრომლობის რეალური შედეგების დემონსტრირებას, სამოქალაქო აქტივიზმის გაძლიერების მხარდაჭერას და ერთობას უკეთესი მომავლისთვის.
„სკოლამ უდიდესი როლი შეასრულა ჩემს განვითარებასა და წარმატებაში. მან მომცა არა მხოლოდ ცოდნა, არამედ უნარები, რომლებიც დღეს აუცილებელია - კრიტიკული აზროვნება, ლიდერობა, გუნდური მუშაობა, ადაპტაციის უნარი. სკოლამ გამიღრმავა ცნობიერება ევროპული ღირებულებების შესახებ და დამანახა ის შესაძლებლობები, რასაც ევროკავშირი ახალგაზრდებს სთავაზობს. სწორედ ეს გახდა სტიმული, საერთაშორისო პროექტებში აქტიურად ჩავრთულიყავი.”- ამბობსგიორგი.
Erasmus+ პროგრამაში მონაწილეობამ და დიპლომატიის აკადემიამ გიორგი კიდევ უფრო გააძლიერა - როგორც ლიდერი, როგორც მედიატორი და როგორც ახალგაზრდა, რომელიც არასდროს ჩერდება.





