აია-ჯესს-ის პირველი მოსწავლე კანადაში
მაქსიმე ნაავგუსტმა დაფინანსება - საერთო ჯამში მილიონ დოლარზე მეტი - 12 სხვადასხვა უნივერსიტეტში მოიპოვა. მიუხედავად მრავალფეროვანი არჩევანისა, მან გადაწყვიტა სწავლა გააგრძელოს კანადაში, McGill University - ში, Environmental Science - ის პროგრამაზე, სრული დაფინანსებით.
„აია-ჯესს-მა არა მხოლოდ ცოდნა და უნარები მომცა, არამედ მოტივაციაც, რომ საზღვარგარეთ მესწავლა. სკოლის საერთაშორისო პროექტებმა და მუდმივმა წახალისებამ ხელი შემიწყო, რომ ჩემი თავის საუკეთესო ვერსიად ჩამოვყალიბებულიყავი.’’ - ამბობს მაქსიმე.
McGill University ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა არა მხოლოდ კანადაში, არამედ მთელ მსოფლიოში. იგი რეიტინგით მსოფლიოს 30 საუკეთესო უნივერსიტეტში შედის.
Environmental Science - ის პროგრამა გულისხმობს მდგრადი განვითარებისა და კლიმატის ცვლილების თანამედროვე გამოწვევებზე მუშაობას, რაც განსაკუთრებით აქტუალურია დღეს მსოფლიო დონეზე.





