English Book Education-ის ღონისძიება
English Book Education-ის ორგანიზებით გამართული Quidditch-ის თამაში სამ განსხვავებულ ასაკობრივ ჯგუფთან ჩატარდა და მონაწილეებს საშუალება მიეცათ თავიანთი ძალები ლოგიკასა და ზოგად განათლებაში მოესინჯათ.
თამაში გუნდურად მიმდინარეობდა. ოთხი ინტენსიური ტურის შემდეგ გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები, რომლებიც დაჯილდოვდნენ ყურსასმენებით, დინამიკებით და English Book Education-ის წიგნის კლუბის ერთთვიანი აბონემენტით. კლუბში მოსწავლეები იკვლევენ ინგლისურენოვან ლიტერატურას და განიხილავენ საინტერესო თემებს უცხოელ მასწავლებლებთან ერთად.
აღსანიშნავია, რომ პირველი საპრიზო ადგილის მფლობელები გადასულები არიან სუპერ ფინალში, რომელიც ივნისში გაიმართება და საქართველოს სხვადასხვა სკოლების გამარჯვებულ გუნდებს უმასპინძლებს!
ვულოცავთ გამარჯვებულებს:
Quidditch Masters – 7დ კლასი
Partners in Crime – 5ბ კლასი
High Five - 9ბ კლასი
Dream Team – 4დ კლასი