ინტელექტუალური თამაში “ტვინების ბრძოლა’’

24 და 26 მარტს აია-ჯესს-ში, მოაზროვნეთა კლუბის მიერ, ჩატარდა საგაზაფხულო ინტელექტუალური თამაში - „ტვინების ბრძოლა,” რომელშიც 19 გუნდი მონაწილეობდა.

II ასაკობრივ კატეგორიაში გაიმარჯვეს: 1️-ლი ადგილი - ატომები (VIII ბ), მე-2 ადგილი - Eclips (VIII გ), მე-3 ადგილი - გამბედაობა (VIII გ).

III ასაკობრივი კატეგორიაში გაიმარჯვეს: 1️-ლი ადგილი - ერუდიტი (XI ა), მე-2 ადგილი - ენოტები (X ბ), მე-3 ადგილი — EX nihilo (Xა).

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - ნინო ივანიაძე, მე-10 და მე -11 კლასის მოსწავლეები: ნიკოლოზ დანელია, ნია მაჭარაშვილი, ანასტასია ბოლქვაძე, ნინო ღვინიაშვილი, კესო ღვინიაშვილი, ნია პაპელიშვილი, ქეთი ტურაშვილი, ანა შამათავა, მირანდა ბუსკივაძე, ელენე კაჭიური, ანანო ხუბუნაია, ნატალი ქსოვრელი, გიორგი ტატალაშვილი, მიშო იაშვილი.