ინტელექტუალური თამაში „ტვინების ბრძოლა’’
მოაზროვნეთა კლუბის მიერ ორგანიზებული ინტელექტუალური თამაშის, „ტვინების ბრძოლის,’’ საშემოდგომო ჩემპიონატი გაიმართა, სადაც 21 გუნდი მონაწილეობდა.
მე-2 ასაკობრივ კატეგორიაში ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
● პირველი ადგილი: „ატომები’’ (VIII ბ კლასი) და „უსახელო გენიოსები’’ (VIII ა კლასი)
● მეორე ადგილი - გუნდი „მატრიცა’’ (VIII ბ კლასი)
● მესამე ადგილი - გუნდი „ჯოუსთარები’’ (VIII ა კლასი)
მე-3 ასაკობრივი კატეგორია ასე გადანაწილდა:
● პირველი ადგილი - გუნდი „ერუდიტი’’ (XI ა კლასი)
● მეორე ადგილი - გუნდი „წერტილი)’’ (X ბ კლასი)
● მესამე ადგილი - გუნდი „Mogers’’ (XI გ კლასი)
მადლობას ვუხდით მოაზროვნეთა კლუბის პროექტების ორგანიზატორებს, სკოლის ყველა გუნდს მონაწილეობისა და საინტერესო თამაშისთვის. განსაკუთრებული მადლობა ჩვენი სკოლის უფროსკლასელებს, თამაშის საინტერესოდ და ეფექტიანად ორგანიზებისთვის.
ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: მასწავლებელი - ნინო ივანიაძე და მე-10 და მე -11 კლასის მოსწავლეები: ანასტასია ბოლქვაძე, ნიკოლოზ დანელია, ნინო ღვინიაშვილი, კესო ღვინიაშვილი, ქეთი ტურაშვილი, ანა შამათავა, მირანდა ბუსკივაძე, ელენე კაჭიური, ნინია მიქაუტაძე, ნია მაჭარაშვილი, ანანო ხუბუნაია, ნატალი ქსოვრელი, გიგი ჭუმბურიძე, გიორგი ტატალაშვილი, მარიამ ჯანელიძე.