ბედნიერების საერთაშორისო დღე და სკოლის ღონისძიება

20 მარტს აია-ჯესს-ში ბედნიერების საერთაშორისო დღე აღინიშნა.  ღონისძიება ბედნიერების საელჩოს ორგანიზებით გაიმართა და მიზნად დადებითი ემოციების, მხარდაჭერისა და თანაგრძნობის გაძლიერებას ისახავდა.

პროგრამის პირველი ნაწილი საელჩოს დეპარტამენტების პრეზენტაციებს დაეთმო, სადაც მოსწავლეებმა ბედნიერების შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანი იდეები და ინიციატივები გააზიარეს. ღონისძიების მეორე ნაწილი კი მერვე კლასელთა ჩართულობით გაგრძელდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მშვიდობისა და ბედნიერების ელჩი არსენ გვენეტაძე და რედაქტორი კახა ჭაბაშვილი.

ამ დღემ გვაჩვენა, რომ მოტივაცია, ზრუნვა და გულწრფელი ურთიერთობები ბედნიერების საფუძველია - და ეს ყველაფერი აია-ჯესს-ში ნამდვილად იგრძნობა.