მომავლის განათლება – AI და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შერწყმა

კლუბი აია-ბიოლოგები, ამარ ტურაშვილის ხელმძღვანელობით, არაერთი საინტერესო და გამარჯვებული პროექტის ავტორია.

ამჯერად, მათ დაწყებითი კლასის მასწავლებელთან, ანანო გოგინავასთან თანამშრომლობით განახორციელეს პროექტი "მომავლის გაკვეთილი."

მე-10 კლასის მოსწავლეებმა მე-4 კლასელებისთვის ჩაატარეს თანამედროვე, ინტერაქტიული გაკვეთილი, რომელიც დაფუძნებული იყო ადამიანური რესურსებისა და ხელოვნური ინტელექტის (AI) ინტეგრირებაზე.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა: გაიღრმავეს ცოდნა ბაქტერიებზე, მათ მიერ გამოწვეულ დაავადებებსა და პრევენციის მეთოდებზე; დაეუფლნენ ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს; ისწავლეს AI პლატფორმების გამოყენებით ნახატებისა და მუსიკის გენერირება.

საკუთარი ფანტაზიით შექმნეს ვირტუალური ბაქტერიების ფოტოები, სახალისო სიმღერები ბაქტერიებზე და ინტერაქტიული თამაშები, რითაც მიკროორგანიზმების შესახებ ცოდნა კიდევ უფრო ხელშესახები გახდა.

ბუნებრივი რესურსებისა და AI-ის კომბინაცია გაკვეთილზე არაჩვეულებრივი აღმოჩნდა მოსწავლეებში შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარების გასავითარებლად.

ეს პროექტი ნათლად აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ინოვაციური მიდგომების დანერგვა სასწავლო პროცესში, რაც მას უფრო საინტერესოს და ეფექტურს ხდის.

 

-->

ვიზიტორები