ნულოვანი ნარჩენების საერთაშორისო დღე
30 მარტი ნულოვანი ნარჩენების საერთაშორისო დღეა. სკოლის ეკოკლუბი Green Space უკვე მესამედ უერთდება კამპანიას „შეამცირე ნარჩენი’’ და აქტიურად ავითარებს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების ინიციატივებს.
კლუბის წევრებმა უმცროსკლასელებისთვის ჩაატარეს სპეციალური ღონისძიება, სადაც წარუდგინეს საკუთარი ხელით, მეორადი მასალებით შექმნილი საინტერესო საგანმანათლებლო თამაშები და აქტივობები.
ღონისძიება მიზნად ისახავდა ნარჩენების მდგრადად მოხმარების პოპულარიზაციას და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში.




