ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად – საჯარო კითხვა აია-ჯესსში
თებერვლის დასაწყისი, გლობალურად, წიგნის საჯაროდ კითხვის ინიციატივით აღინიშნება. ამ დღეს საზოგადოება ხმამაღლა კითხვის იდეის გარშემო ერთიანდება, რათა უკეთესობისკენ შეცვალოს სამყარო.
აია-ჯესსში ეს დღე ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს დავუკავშირეთ.
მერვე კლასის მოსწავლეებმა საჯაროდ წაიკითხეს ნაწყვეტები ამ ტრაგედიის ამსახველი წიგნებიდან: "შინდლერის სია", "ბიჭი ზოლიან პიჟამაში" და “ანე ფრანკის დღიური”.