შემოქმედებითი გამოცდილება ფინეთში

სკოლის ექვსი მოსწავლე, ლიდერთან, ლიზი ძნელაძესთან და ესპანელ და ავსტრიელ თანატოლებთან ერთად, ფინეთში, Metsäkartano-ში გამართულ საერთაშორისო პროექტში - "Nordic Nature meets European Cultures" - იღებდნენ მონაწილეობას.

პროექტის მიზანი იყო ევროპული კულტურების ინტეგრაცია ფინურ ბუნებასთან.

აქტივობები იყო მრავალფეროვანი: ტილოზე ხატვა, ხეზე ცოცვა, მშვილდოსნობა, ნიჩბოსნობა კანოეთი, მუსიკალური მხატვრობა, ქვეყნებს შორის სიმღერის კონკურსი და სხვა.

მადლობა ჩვენს მეგობარ ორგანიზაციას Georgian Youth for Europe -ს,  საინტერესო და შემოქმედებითი პროექტებისათვის.