გოგონათა საერთაშორისო დღე
აია-ჯესსი ყოველწლიურად სხვადასხვა აქტივობით ეხმიანება გოგონების საერთაშორისო დღეს. წლევანდელი ღონისძიება პერფორმანსის სახით წარმოადგინეს მეცხრე კლასის მოსწავლეებმა და ოთხი განსაკუთრებული ქალის ისტორია გააცოცხლეს სცენაზე: ანა ფრანკი - 13 წლის გოგონა, რომელზეც ხშირად ამბობენ, რომ მსოფლიო შეცვალა; კატო მიქელაძე - გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა’’ დამაარსებელი; მარო მაყაშვილი - 19 წლის ეროვნული გმირი; ნატო ვაჩნაძე - პირველი ქართველი კინოვარსკვლავი ქალი.
დიდი მადლობა ორგანიზატორებსა და ყველა მონაწილეს, საინტერესო აქტივობების შემოთავაზებისთვის.





