ჩვენი მოსწავლეები Spotlight Tech 2024-ს დაესწრნენ

დღეისათვის ტექნოლოგიები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მზარდი სფეროა, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებასა და ბიზნეს პროცესებს საფუძვლიანად ცვლის. შესაბამისად, ინდუსტრიის შესახებ სხვადასხვა პროფესიონალები ფლობენ უნიკალურ ცოდნას, რომელიც მათ მიერ მიღწეულ წარმატებებსა და გამოცდილებაზე არის დაფუძნებული. Spotlight Tech 2024-ზე დაწრებაც ზუსტად ამ შესაძლებლობას იძლეოდა და ჩვენმა მოსწავლეებმა საინტერესო სპიკერებისგან თემატური გამოსვლები მოისმინეს.

Spotlight Tech ღონისძიება კიდევ სამ სცენას მასპინძლობდა: მასტერკლასებს, How I Built This და Career Insights. თითოეული თემა წარმატებულ ქეისებზე, კარიერულ რჩევებსა და განვითარებაზე იყო ფოკუსირებული.