გაერთიანებული ერების დღე აია-GESS-ში
გაერთიანებული ერების დღის ფარგლებში, აია-ჯესს-ის მოსწავლეებმა მოაწყვეს სხვადასხვა ქვეყნის სტენდები, სადაც წარმოდგენილი იყო ტრადიციული სამოსი, საკვები, მუსიკა და კულტურა, რაც ეხმიანებოდა კულტურული მრავალფეროვნებისა და სხვადასხვა ტრადიციების პატივისცემას.
ასევე გაიმართა პოსტერების კონკურსი, რომლის ფარგლებში გამოფენილი ნამუშევრებიც ასახავდა მსოფლიო მშვიდობას, ადამიანის უფლებებსა და მდგრადი განვითარების მიზნებს. თითოეული ნამუშევარი, რომელიც სკოლის მასშტაბით გამოიფინა, მნიშვნელოვან გლობალურ საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად.
ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა კონკურსიც, სადაც გამარჯვებულმა გუნდმა მოიპოვა საზღვარგარეთ, ტრენინგ-კურსში მონაწილეობის ჯილდო. გუნდის წევრები იყვნენ: გიორგი სუჯაშვილი, დავით ქოჩიაშვილი, ელენე კაჭიური, ლუკა კრაველიძი, ანანო შევერდაშვილი.






