პირველკლასელების საახალწლო ღონისძიება

2024 წლის მიწურულს, აია-ჯესს-ის პირველ კლასებში ჩატარდა საახალწლო გამოფენა-ღონისძიება სახელწოდებით „ელფების სახელოსნო’’, რომლისთვისაც მოსწავლეებმა საახალწლო თემატიკაზე შექმნეს ნამუშევრები სხვადასხვა მასალის გამოყენებით. ამ თემის ფარგლებში ესტუმრნენ სოციალურ საწარმო „კოდალას“, სადაც დააზუმფარეს და შეღებეს თოვლის ბაბუები. აგრეთვე, დაათვალიერეს საწარმო და ჰქონდათ საშუალება საკუთარი თვალით დაკვირვებოდნენ ხეზე მუშაობის პროცესს. 

ღონისძიების მიმდინარეობის პროცესი იყო ინტერაქტიული და მიმდინარეობდა მშობელთა აქტიური ჩართულობით. იგი მოიაზრებდა ჯგუფურ სამაგიდო თამაშებსა და პრეზენტაციებს. მოსწავლეებმა, მშობლებთან ერთად, შექმნეს სხვადასხვა შემოქმედებითი პროდუქტი და მთელი ამ პროცესის განმავლობაში გამოავლინეს ის ცოდნა და უნარები, რომლებსაც ისინი პირველი სემესტრის განმავლობაში ეუფლებოდნენ.

 

-->

ვიზიტორები