ტოლერანტობის საერთაშორისო დღე

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე საინტერესო და შემეცნებითი ღონისძიებით აღინიშნა სკოლაში. ეს დღე მოსწავლეებისთვის შესანიშნავი შესაძლებლობა იყო გაცნობოდნენ სხვადასხვა რელიგიურ და კულტურულ ტრადიციას. ღონისძიებისათვის თითოეულმა ჯგუფმა მოამზადა სტენდი, სადაც წარმოდგენილი იყო რელიგიური ხელოვნების ნიმუშები, არტეფაქტები, ლიტერატურა და ტრადიციული სამოსი. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ უგემრიელესი ტრადიციული კერძები, ხოლო კალიგრაფიის ვორქშოფზე მოსწავლეებმა წმინდა ტექსტების გადაწერა ისწავლეს სხვადასხვა ენაზე.

ღონისძიების ფარგლებში, სკოლამ უმასპინძლა განსაკუთრებულ სტუმრებს: ბედნიერების ელჩს - არსენ გვენეტაძეს; ამერიკელ ბიზნესმენსა და ინვერსტორს - Mr. Joseph Boccuzzi-ს და ბრიტანული უნივერსიტეტის წარმომადგენლებს - ქეთი სააკაშვილსა და ლუკა მჭედლიშვილს. 

ტოლერანტობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ხელს უწყობს სკოლაში ურთიერთპატივისცემისა და მრავალფეროვნებისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.

 

-->

ვიზიტორები