მეორე კლასის საახალწლო ღონისძიება
2025 წლის 27 დეკემბერს II-ბ კლასში ჩატარდა შემეცნებით-გასართობი ღონისძიება. საახალწლო ლექსები, სიმღერები და ცეკვები ბავშვებს საშუალებას აძლევდა ნიჭი და შესაძლებლობები გამოევლინათ. ღონისძიება გაგრძელდა ინტელექტუალურ-გასართობი თამაშით.
საკლასო საათების მიმდინარეობისას, მთელი სემესტრის განმავლობაში, ბავშვები ეცნობოდნენ საახალწლო ტრადიციებსა და ლეგენდებს საქართველოსა და მსოფლიოში. შესაბამისად, ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეები დაიყვნენ 4 გუნდად და შემთხვევითობის პრინციპით, ირჩევდნენ კითხვებსთემებიდან: ,,საახალწლო ტრადიციები’’, ,,მათემატიკა’’ და ,,მითები’’.
თამაში ხალისიანად მიმდინარეობდა. ყველა ბავშვი აქტიურად იყო ჩართული და გრძნობდა, რომ მისი მონაწილეობა აუცილებელი იყო საუკეთესო შედეგის მისაღწევად. ღონისძიება საახალწლო ფილმის ჩვენებით დასრულდა.