“წიგნების თარო’’

2023-2024 სასწავლო წლის დასასრულს ჩატარდა ყოველწლიური პროექტი ,,წიგნების თარო’’, რომელიც ქართულ სატელევიზიო სივრცეში არსებულის ანალოგია.  პროექტის მთავარი იდეაა მოსწავლეებისთვის ქართველი და უცხოელი კლასიკოსების ცხოვრებისა და შემოქმედების გაცნობა, მათი წიგნებისა და ნაწარმოებების გააზრება, გაანალიზება და გათავისება, ნაწარმოებებისადმი კრიტიკული მიდგომისა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარების ხელშეწყობა.