კურსდამთავრებულის წარმატების ისტორია - ნანა ქაჯაია

ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული, ნანა ქაჯაია, შვედეთის ინსტიტუტის სრული დაფინანსებით აგრძელებს სწავლას სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლაში, ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამაზე.

“სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლა ევროპის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით. სამაგისტრო პროგრამა მაძლევს შესაძლებლობას დავეუფლო უახლეს მიდგომებს ეკონომიკის სფეროში და გავიღრმავო ცოდნა მონაცემთა მეცნერების მიმართულებით. ვფიქრობ, რომ ჩემს კარიერულ და პირად განვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია აია-ჯესსში გატარებულმა წლებმა, რისთვისაც მადლობას ვუხდი სკოლის არაჩვეულებრივ მასწავლებლებს." - ნანა ქაჯაია

.