ბექა მიქაძე

ჩვენი კურსდამთავრებული, ბექა მიქაძე, სწავლას New York University-ში, საჯარო ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე, სრული დაფინანსებით გააგრძელებს! მან New York University-ს 40% გრანტი და ფედერალური მთავრობის 60%-იანი თანადაფინანსება მოიპოვა.

ბექა მიქაძე: “New York University ამერიკის ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი უნივერსიტეტია, ხოლო ფინანსების მენეჯმენტისა და საჯარო ფინანსების მიმართულება, სადაც სამაგისტრო საფეხურზე ვაგრძელებ სწავლას, რეიტინგში მე-9 ადგილს იკავებს. უამრავი მადლობა აია-ჯესს-ს, რადგან ჩემი თითოეული წინ გადადგმული მცირე ნაბიჯიც კი, აკადემიურ სფეროში თუ ცხოვრების სხვა ასპექტში, სკოლაში მიღებული განათლებისა და გამოცდილების დამსახურებაა.’’