ანა ცოცხალაშვილი
ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული, ანა ცოცხალაშვილი, ევროკავშირის სრული დაფინანსებით აგრძელებს სწავლას ბელგიაში, AP University of Applied Sciences and Arts-ში, მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით.
ანა საქართველოს უნივერსიტეტის სტრატეგიული კომუნიკაციების სტიპენდიანტი და 100 000 ლარიანი ფონდის ერთ-ერთი გამარჯვებულია. ის უკვე ანტვერპენშია, სადაც 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრს გაატარებს.
“სტუდენტურ ეტაპზე გადასვლა ჩემთვის ახალ თავგადასავლებსა და შესაძლებლობებს ნიშნავდა, რომლებიც აუცილებლად უნდა გამომეყენებინა. სამართლიანი იქნება, თუ ვიტყვი, რომ ამ გზაზე პირველად აია-ჯესსმა დამაყენა. სწორედ ამ სკოლაში განვივითარე საჭირო ცოდნა და უნარები და ჩამოვყალიბდი პიროვნებად, რომელიც მუდამ იღწვის განვითარებისთვის. ჩემი წარმატებათა ციკლი აია-ჯესსში დაიწყო და სწორედ ამიტომ, ის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ჩემს ცხოვრებაში”
.