სკოლის კურსდამთავრებულის წარმატების ისტორია - დეა ილარიონოვა

ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული, დეა ილარიონოვა, სწავლას ლონდონში, University College London-ში, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის მიმართულებით გააგრძელებს. UCL 2024 წლის საუკეთესო უნივერსიტეტად დასახელდა და რჩება გლობალურ ტოპ ათეულში QS World University Rankings-ის მიხედვით.

დეამ სამეცნიერო დარგის სიღრმისეულად შესწავლა და გამოცდილების დაგროვება აია-ჯესს-ის ბაზაზე არსებულ ინჟინერიის კლუბში დაიწყო. 2019 წელს, დეა ილარიონოვამ და ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა: შორენა და მარინა გუჯაბიძეებმა, აშშ-ში Intel-ISEF-ის პრესტიჟულ სამეცნიერო-საინჟინრო კონკურსზე გაიმარჯვეს, სადაც ოპტიკისა და ფონოტიკის საერთაშორისო საზოგადოების (SPIE) სპეციალური პრიზით დაჯილდოვდნენ, ხოლო ფიზიკისა და ასტრონომიის კატეგორიაში საპრიზო ადგილი დაიმსახურეს.