Erasmus+ პროგრამა ჩეხეთში
3-11 აგვისტოს, ჩეხეთის ქალაქ ბრნო-ში ჩვენი სკოლის მასწავლებელმა - ნინო ჭანიამ და ახალგაზრდებმა: ნია ნორაკიძემ, მარიამ წივილაძემ, თიკა ბოლქვაძემ და ხატია ქოჩქიანმა, Georgian Youth for Europe-ის მხარდაჭერით მონაწილეობა მიიღეს Erasmus+ ახალგაზრდულ გაცვლით პროექტში - „Just Art it“.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა წარედგინათ საქართველო ჩეხეთში და სხვა ექვსი ქვეყნის მონაწილეებთან ერთად მიეღოთ უზარმაზარი გამოცდილება, გაცნობოდნენ ამ ქვეყნების კულტურასა და ისტორიას.