მშვიდობის მსოფლიო კონფერენცია შვედეთში 2024

შვედეთში გამართულ მშვიდობის მსოფლიო კონფერენციას ჩვენი სკოლის 10 კაციანი დელეგაცია დაესწრო. მოსწავლეები წარსდგნენ მოხსენებით თემაზე: “ენა, მამული, სარწმუნოება,” როგორც უნიკალური ქართული ფორმულა მშვიდობისთვის. მათი გამოსვლა მკაფიოდ გამოხატავდა იდეას, რომ მშვიდობა იდენტობის შენარჩუნებასა და სხვებისადმი პატივისცემაშია.

პროექტის ფარგლებში ჩვენმა მოსწავლეებმა დამსწრე აუდიტორიას წარუდგინეს ქართული საცეკვაო ნომრები, მონაწილეობა მიიღეს მშვიდობის მსვლელობაში და კრუიზით ესტონეთსაც ესტუმრნენ.

საგულისხმოა, რომ ჩვენი მოსწავლეები პროექტების პასიური მონაწილეები არასდროს არიან. მათ გამორჩეული უნარი აქვთ, დაამყარონ თბილი, გულწრფელი, ადამიანური ურთიერთობები და ყოველთვის იმსახურებენ საზოგადოების სიყვარულსა და პატივისცემას, ყველაზე მრავალფეროვან გარემოშიც კი.

მშვიდობისა და ჰარმონიის აქტიური მხარდაჭერისთვის პროექტის ორგანიზატორებმა ჩვენს მოსწავლეებს: კესო ღვინიაშვილს, თამარ შამათავას, ანა შამათავას, ბარბარე ეგრისელაშვილს, ოთო სუჯაშვილს, მათე ეგრისელაშვილს, ნიკა ბერიძეს, ლილიანა ფინდიშვილსა და ნუცა ჭიჭინაძეს დამსახურებული მედლები გადასცეს!