საპრიზო ადგილი ათასწლეულის ინოვაციის კონკურსზე და ვიზიტი ბირთვული კვლევების ორგანიზაციაში

ნიკოლოზ ლიპინსკი შვეიცარიაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში გაემგზავრა.

მისმა გუნდმა, Optical Visionaries, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსზე მესამე ადგილი დაიკავა და ლიბერთი ბანკის დაფინანსებით CERN-ში გაემგზავრა.

საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებმა ცერნის მუონების კომპაქტური სოლენოიდის დეტექტორი, მისი საკონტროლო ცენტრი, ATLAS ვიზიტორთა ცენტრი და სინქრო-ციკლოტრონი მოინახულეს.

ასევე, გუნდი ეწვია ჟენევის უნივერსიტეტს, გაეროს შტაბ-ბინასა და ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიების ინსტიტუტს.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2014 წლიდან ხორციელდება ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით, აშშ-ის საელჩოს, ლიბერთი ბანკის, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და სხვადასხვა პარტნიორების მხარდაჭერით.