თანამშრომლობა აშშ მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს ასოციაციასთან
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციაციამ სასწავლო ვიზიტებისთვის ჩვენი სკოლის მოსწავლეები: ანანო შევერდაშვილი და დავით მამედოვი შეარჩია.
ანანომ და დავითმა თანატოლებთან ერთად მოინახულეს აშშ-ს საელჩო, ევროკავშირის ოფისი საქართველოში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლობები და სხვა მნიშვნელოვანი დაწესებულებები.
სასწავლო ვიზიტების პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება საერთაშორისო განათლების ამერიკულ საბჭოებში გაიმართა, სადაც პროგრამის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
EPAG-ის სასწვლო ვიზიტების მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სფეროში მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება და სახელმწიფოს ფუნქციონიერების უკეთ აღქმა.




