ვიზიტი ჟენევაში, შვეიცარიაში
სკოლის დელეგაციამ ენების ევროპული დღეები შვეიცარიაში, ჟენევაში, გაერთიანებული ერების განყოფილებასა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან ვიზიტით აღნიშნა.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები დაესწრნენ სხვადასხვა საინფორმაციო შეხვედრას. გარდა ამისა, მათ ჰქონდათ შესაძლებლობა დაკვირვებოდნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესებს და გაეღრმავებინათ ცოდნა ისეთი საკითხების გარშემო, როგორებიცაა ევროინტეგრაცია, ევროპული ღირებულებები და ადამიანის უფლებები.






