Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელის ვიზიტი აია-ჯესსში
სერვანტესის სახელობის გიმნაზია „აია-ჯესს” დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანიის, Pearson Edexcel-ის, რეგიონული ხელმძღვანელი, ქ-ნი ეფი სტატოპულუ ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა სკოლის დამფუძნებლებთან, რა დროსაც მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები გლობალური განათლების მიმართულებით.
შეხვედრაზე ბრიტანული მხარის წარმომადგენლებმა და სკოლის დამფუძნებლებმა იმსჯელეს იმ ინოვაციური საგანმანათლებლო მოდელის დანერგვაზე, რომელიც მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, საქართველოდან გაუსვლელად მიიღონ საერთაშორისოდ აღიარებული ბრიტანული განათლება.
ვიზიტის დასასრულს Pearson Edexcel-ის წარმომადგენელმა დაათვალიერა სკოლის სამივე კამპუსი და მაღალი შეფასება მისცა ინფრასტრუქტურას, ტექნოლოგიურ აღჭურვილობასა და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ სასწავლო გარემოს, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისთვის, რომ სკოლა ოფიციალურად შეუერთდეს იმ პრესტიჟულ გლობალურ საგანმანათლებლო ქსელს, რომლის დიპლომიც მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაშია აღიარებული.




