ძვირფასო პირველკლასელებო!

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სერვანტესის სახელობის გიმნაზია „აია-ჯესსის” დიდ, თბილ ოჯახში!

დღეიდან თქვენთვის საოცარი, ჯადოსნური თავგადასავალი იწყება - ცოდნის, ახალი მეგობრებისა და დიდი აღმოჩენების სამყარო!

გისურვებთ, ეს გზა სიხარულით, ღიმილითა და ინტერესით სავსე იყოს.

გისურვებთ ნათელ, წარმატებულ და ფერად სასწავლო წელს!