AIA-GESS-ის გუნდი ბრიტანული უნივერსიტეტის Shark Tank-ის კონკურსის გამარჯვებულია
სიხარულით გიზიარებთ, რომ სერვანტესის სახელობის გიმნაზია AIA-GESS-ის გუნდმა GreenPay ბრიტანულ უნივერსიტეტში გამართულ Shark Tank-ის კონკურსში გაიმარჯვა.
კონკურსის ფარგლებში მონაწილეებმა ჟიურის წინაშე ინოვაციური ბიზნესიდეები, ბიზნესგეგმები და პრეზენტაციები წარადგინეს.
გამარჯვებული პროექტი GreenPay წარმოადგენს ინოვაციურ აპლიკაციას, რომელიც მომხმარებლებს პლასტმასის ბოთლების ჩაბარების სანაცვლოდ ქულების დაგროვების შესაძლებლობას აძლევს. დაგროვილი ქულების გამოყენება კი პარტნიორ მაღაზიებში იქნება შესაძლებელი, რაც ეკოლოგიურად პასუხისმგებლიან ქცევას წაახალისებს.
Shark Tank-ის კონკურსი მიზნად ისახავს ახალგაზრდებში მეწარმეობის, ინოვაციური აზროვნებისა და ფინანსური განათლების პოპულარიზაციას.
ვულოცავთ გამარჯვებულ გუნდს ამ მნიშვნელოვან წარმატებას!
გუნდის წევრები: ლიზი კბილაშვილი, ლუკა ფერიშვილი, ანასტასია ჯღარკავა, ილია წიკლაური.
მენტორი: მარიამ ბოლქვაძე.






