LingoStar-ის ინგლისური ენის ოლიმპიადაზე ლილე შალამბერიძემ პირველი ადგილი მოიპოვა

სიხარულით გიზიარებთ, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლემ, ლილე შალამბერიძემ, LingoStar-ის ინგლისური ენის ოლიმპიადის საგაზაფხულო სეზონში პირველი ადგილი მოიპოვა.

ამ წარმატების შედეგად, ლილემ მოიპოვა 100%-იანი დაფინანსება და შესაძლებლობა, გაემგზავროს სამხრეთ კორეაში - ქვეყანაში, რომლის მონახულებაზეც დიდი ხანია ოცნებობს.

ლილეს ეს წარმატება მისი შრომის, მონდომებისა და ინგლისური ენისადმი განსაკუთრებული ინტერესის შედეგია.

ვულოცავთ ლილეს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას და ვუსურვებთ კიდევ უფრო დიდ წარმატებებს საერთაშორისო ასპარეზზე!